სომხეთის პოლიტიკური კრიზისი

ერევანში გრძელდება ოპოზიციის საპროტესტო მიტინგები

სომხეთის  ყოფილმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა, რომელიც ამჯერად სომხეთის ეროვნულ კონგრესს მეთაურობს,  ერევნის ცენტრში  მიმდინარე მიტინგზე  სადღეღამისო აქციებზე გადასვლის შესახებ გამოაცხადა . ტერ-პეტროსიანმა სომხეთის ეროვნული კონგრესის და  საპროტესტო აქციების  ძირითად მოთხოვნებს შორის  დაასახელა: წლის ბოლომდე ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და  არჩევნების დანიშვნამდე  საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა. სომხეთის ეროვნული კონგრესი ასევე ითხოვს ხელისუფლებამ  გამოიძიოს   2008 წლის  საპროტესტო გამოსვლების დროს  ადამიანთა დაღუპვის გარემოებები და დასაჯოს დამნაშავეები.  იმ ხანად საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა, რომლის  ოფიციალური შედეგებით  სერჟ სარგისიანის გამარჯვება არ სცნო პრეზიდენტობის მაშინდელმა კანდიდატმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა. მან  ხელისუფლება  კენჭისყრის გაყალბებაში დაადანაშაულა და ქუჩაში ათასობით მომხრე გამოიყვანა.  პროცესები ძალადობაში გადაიზარდა, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის   შეტაკების შედეგად  10 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაიჭრა. სომხეთის ეროვნული კონგრესი დღეს  20-ამდე პოლიტიკურ  პარტიას და ორგანიზაციას აერთიანებს. მისი ლიდერი  ლევონ ტერ-პეტროსიანი აცხადებს, რომ მზად არის ხელისუფლებასთან დიალოგისთვის პერმანენტული აქციების ფონზე.

კომენტარები