მეცნიერებმა სინათლეზე სწრაფი ნაწილაკები აღმოაჩინეს.

 CERN-ის მეცნიერები აცხადებენ, რომ აღმოაჩინეს ნაწილაკები, რომელთა სისწრაფე სინათლის სიჩქარეს აჭარბებს. თუ ექსპერიმენტის შედეგი დადასტურდა, არსებული ცოდნა ფიზიკის კანონების შესახებ, მთლიანად შეიცვლება.
ფიზიკოსთა განცხადებით, ექსპერიმენტ OPERA-ს ფარგლებში, სუბატომურმა ნაწილაკებმა - ნეიტრინოებმა 730 კმ. სინათლეზე 60 ნანოწამით სწრაფად დაფარეს.
მეცნიერებმა გამორიცხეს ყველა შესაძლო შეცდომა ექსპერიმენტის დროს. თუმცა, სანამ ფარდობითობის თეორია უარყოფილ იქნება,  შედეგები აშშ-სა და იაპონიის ლაბორატორიებში უნდა გადამოწმდეს. დღემდე ფიზიკის ერთერთი მთავარი პრინციპია, რომ სინათლის სიჩქარეზე სწრაფი ნაწილაკი არ არსებობს. აღმოჩენა, დადასტურების შემთხვევაში, რევოლუციური იქნება.

კომენტარები