ბრიტანეთში სიცრუის დამდგენი კომპიუტერული სისტემა შეიქმნა

ბრედფორდისა და აბერისტვიტის უნივერსიტეტების ჯგუფმა, დიდი ბრიტანეთის სასაზღვრო ორგანიზაციასთან ერთად,  ახალი კომპიუტერული სისტემა შექმნა. ექსპერტების განცხადებით, ახალი სისტემის კამერებს,  სახეზე დაკვირვების შედეგად  შეუძლია განსაზღვრონ ვტყუით თუ არა. მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ ჰასან უგაილის მტკიცებით, კომპიუტერული პროგრამა შემთხვევათა ორ მესამედში წარმატებით განარჩევს სიმართლესა და ტყუილს.

სისტემა  ჩვეულებრივი ვიდეო-კამერებისგან, ინფრაწითელი მოწყობილობისგან და ალგორითმების ნაკრებისაგან შედგება. კომპიუტერული პროგრამა სახეზე უმცირეს ცვლილებასაც აფიქსირებს და შესაბამის ემოციებსაც ამოიცნობს.

მკვლევარების აზრით,  ახალი სისტემა, შესაძლოა, ძალზედ სასარგებლო აღმოჩნდეს სპეცსამსახურებისთვის.

სიახლე ჯერ-ჯერობით მხოლოდ მოხალისეებზე გამოსცადეს, თუმცა სისტემის დადგმა უკვე იგეგმება  ბრიტანეთის ერთ-ერთ აეროპორტში. ის იმიგრაციული სამსახურის წარმომადგენლებს საეჭვო პირების დაკითხვისას დაეხმარება.

სიცრუის დეტექტორის პირველი ვერსია 1920-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა.

 

კომენტარები