ერდოანი: ისრაელმა უნდა გაიღოს საფასური დანაშაულისთვის

 თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა არაბული ქვეყნების  საგარეო საქმეთა მინისტრებს განუცხადა, რომ ”მოვალეობად” მიიჩნევს პალესტინელთა სახელმწიფოს აღიარებს.  განცხადება  ერდოანმა კაიროში, არაბული ლიგის შტაბ-ბინაში გამოსვლისას გააკეთა. მან თქვა, რომ ისრაელმა იზოლაციაში მოაქცია საკუთარი თავი, რომ ისრაელმა ”უნდა გაიღოს საფასური დანაშაულისთვის” . იგულისხმება ისრაელის უარი  თურქეთის მოთხოვნაზე ეთქვა ბოდიში ღაზის სექტორისკენ მიმავალ ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე თავდასხმის გამო. ამ თავდასხმამ შარშან თურქეთის რამდენიმე მოქალაქე იმსხვერპლა. მომხადრთან დაკავშირებით წარმოქმნილ დავაში   თურქეთმა შეწყვიტა სამხედრო სფეროში ისრაელთან ურთიერთობა. არაბული ლიგის შტაბ-ბინაში ერდოანის გამოსვლა გაიმართა ეგვიპტეში ვიზიტის ფარგლებში.  რეგიონში ტურნეს ფარგლებში  თურქეთის პრემიერ-მინისტრი ტუნისს და ლიბიასაც ესტუმრება. 

კომენტარები