კენიაში ხანძარს 100-ზე მეტი ადამიანი შეეწირა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/keniatyvna.png##fbimage#
კენიაში მომხდარ ხანძარს მინიმუმ 100 ადამიანი შეეწირა. ხანძარი კენიის დედაქალაქ ნაირობიში, დაღვრილ ბენზინს გაუჩნდა. ხანძარი ნაირობის მჭიდროდ დასახლებულ რაიონში მოხდა. პოლიციის განცხადებით გარდაცვლილთა რაოდენობა ზუსტად ჯერ არ არის დადგენილი, თუმცა ეს რიცხვი 100 დან 150-მდე მერყეობს. ისინი ცეცხლში დაიწვნენ.

ხანძარი კენიური ნავთობკომპანიის კუთვნილი ტანკერის მიერ ღია საკანალიზაციო სისტემაში საწვავის ჩაღვრას მოჰყვა. მოსახლეობა ეცადა სისტემიდან ბენზინის ამოღებას, მაგრამ შემთხვევით გადაგდებულმა სიგარეტმა დიდი ოდენობის საწვავი ცეცხლს მისცა.

ხანძარს და მისი ჩაქრობის მცდელობას ქალაქში დიდი ნგრევა მოჰყვა. საავადმყოფოებში ათეულობით დაშავებული მოხვდა.

 

კომენტარები