Deus Ex: Human Revolution

 ვიდეო თამაში Deus Ex: Human Revolution უკვე გაყიდვაშია.  Eidos Montreal-ის(Hitman, Kane & Lynch, Legacy of Kain, Tomb Raider)  შექმნილი თამაში ფრენჩაიზის რიგით მესამე სერიაა, სიუჟეტი კი პირველი თამაშის პრიკველია და აღწერს 2027 წლის მოვლენებს.  ექშენის მთავარი პერსონაჟი ადამ იენსენია თამაშში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კორპორაციის, Sarif Industries, დაცვის უფროსი. კორპორაციაზე თავდასხმის შემდეგ ადამი მძიმედ შავდება და მას პლასტიკურ ოპერაციას უკეთებენ, რომლის შემდეგაც მას მექანიკურ ნაწილებს დაუმატებენ. ის იწყებს მათ ძებნას ვინც მისი განადგურება სცადა.

 თამაშმა კრიტიკოსებისგან ძალიან მაღალი შეფასებები დაიმსახურა და უკვე წლის ერთ-ერთ საუკეთესო თამაშების სიაშია. ის შეაფასეს როგორც ინოვაციური, ღრმა შინაარსის მქონე თამაში, სადაც დიალოგებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სათამაშო სივრცე ძალიან დიდია.  Deus Ex: Human Revolution-ს PlayStation 3-ისა და Xbox 360-ის მომხმარებლებისგან ერთნაირი დადებით გამოხმაურება მოყვა. 

კომენტარები