Nokia-ს ფორუმი დაჰაკეს

ფინური მობილური კომპანიის Nokia-ს ფორუმი, რომელსაც დეველოპერები ინფორმაციის გაცვლისთვის იყენებდნენ, ჰაკერული შეტევის მსხვერპლი გახდა. თავდაპირველი ინფორმაციით,  მხოლოდ რამდენიმე წევრის პირადი ინფორმაცია იყო მოპარული. თუმცა, მოგვიანებით დაზარალებულების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. კომპანიის წარმომადგენლების მტკიცებით, მოპარულია  წევრების ელექტრონული ფოსტისა და პერსონალური საიტების მისამართები. ასევე  სახელები  სხვადასხვა  მესენჯერისთვის. მოპარული ინფორმაცია არ შეიცავს პაროლებსა და საკრედიტო ბარათების მონაცემებს.

შეტევაზე პასუხისმგებლობა ჰაკერულმა დაჯგუფებამ Pr0tect0r-მა აიღო. იგივე ჯგუფმა გასულ კვირას შეტევა Android-ის ფორუმზეც მოაწყო.

კომენტარები