უგო ჩავესი მკურნალობას განაგრძობს

 უგო ჩავესს ქიმიოთერაპიის მესამე რაუნდი უტარდება. მას ივნისში ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა. ჩავესი კარაკასის საავადმყოფოში მკურნალობს. პირველი ქირურგიული ჩარევა კი კუბაში ჩაუტარდა. 

პრეზიდენტის ავადმყოფობის ამბავმა ვენესუელაში გაურკვეველი მდგომარეობა წარმოშვა. გაჩნდა სპეკულაციები იმაზე, მიიღებს, თუ არა ის მომავალი წლის არჩევნებში მონაწილეობას. 

ჩავესის განცხადებით, მისი მკურნალობა წარმატებით მიმდინარეობს და ახლა მთავარი მიზანი კიბოს უჯრედების ახლიდან წარმოქმნის პრევენციაა. "სიკვდილის დრო არაა. ჯერ კიდევ დიდი საქმეებია გასაკეთებელი", - განაცხადა 57 წლის ჩავესმა. 

კომენტარები