მოსეს მოგზაურობა - პირველი რელიგიური თამაში Facebook-ზე

 Facebook-ზე რელიგიურ მოტივებზე აგებული პირველი თამაში გამოჩნდა - მოსეს მოგზაურობა. ”300 მილიონი ადამიანი თამაშობს Facebook-ზე თამაშებს.  ეს ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის რაოდენობას უახლოვდება. ჩვენი სამიზნე აუდიტორია არის ყველა, 13-70 წლამდე. ეს არის ისტორია, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს და რომელსაც მილიარდობით ადამიანი იცნობს მსოფლიოს გარშემო~ - აცხადებს თამაშის შემქმნელი.

ის ასევე განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თამაში გასართობია, ის მოსეს ისტორიის დიდი მნიშვნელობის შესაბამისია და მის მიმართ პატივისცემას ასახავს. შესაბამისად, ამ დროისთვის გამოხმაურებაც მხოლოდ პოზიტიური მიიღეს.

 

კომენტარები