მეცნიერებმა წყნარ ოკეანეში "ცოცხალი ნამარხი" აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს გველთევზა, რომელსაც ცოცხალი ნამარხი უწოდეს თავისი პრიმიტული აგებულების გამო. ის წყნარ ოკეანეში, წყალქვეშა გამოქვაბულში, ცხოვრობს. თავდაპირველად დიდი აზრთა სხვადასხვაობაც იყო იმაზე, აღმოჩენილი არსება ნამდვილადაა გველთევზაა, თუ არა. ეს გენეტიკურმა ანალიზმა დაადასტურა.იმისთვის, რომ მისი კავშირი აეხსნათ სხვა გველთევზებთან, მეცნიერებმა სპეციალური კლასიფიკაცია შექმნეს.  გველთევზას ლათინური სახელი - Protoanguilla Palau - უწოდეს.

ამერიკელი, პალაუელი და იაპონელი მეცნიერების გუნდი ამბობს, რომ Protoanguilla Palau -ს ევოლუციის 200 მილიონიანი  დამოუკიდებელი ისტორია აქვს.კვლევამ აჩვენა, რომ ისინი ადრეული მეზოზოური ხანიდან მოდიან. იმ დროიდან, როდესაც დინოზავრები იწყებნენ დომინირებას პლანეტაზე.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადრე გველთევზების ეს პრიმიტიული სახეობა უფრო ფართოდ უნდა ყოფილიყო გავრცელებული, რადგან წყალქვეშა მთები, რომელშიც მისი საცხოვრებელი გამოქვაბულია განთავსებული, 60-70 მილიონი წლისაა.

 

კომენტარები