თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გენერალი ბილგინ ბალანლი სასამართლოს წინაშე წარდგა კიდევ 27გენერალთან ერთად. მას და მის მოკავშირეებს ბრალი ედებათ 2003 წელს სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მთავრობის ჩამოგდების დაგეგმვაში. იგივე ბრალდებით გასულ წელს სასამართლოს წინაშე 200-მდე ოფიცერი წარდგა.
აღნიშნულმა საქმემ კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა სეკულარულ სამხედროებსა და ისლამზე დაფუძნებულ სამართლიანობისა და განვითარების პარტიას შორის. გასულ თვეში თურქეთის ჯარის, ფლოტისა და საჰაერო ძალების უფროსებიც გადადგნენ.
როგორც ცნობილია, გენერალი ბალანლი და მისი მოკავშირეები გეგმავდნენ რამდენიმე მეჩეთის აფეთქებასა და საბერძნეთთან დაძაბულობის გაღვივებას. ისინი ქვეყანაში პოლიტიკური ქაოსის შექმნით სამხედრო გადატრიალების გამართლებას შეეცდებოდნენ.
ამ გეგმის ნაწილი სამხედრო სემინარზეც იქნა განხილული 2003 წელს, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის შემდეგ.
თუმცა ბრალდებულები აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ თეორიული სცენარი იყო, რათა პოლიტიკური არეულობის შემთხვევაში გეგმა არსებულიყო. გენერალმა ბალანლიმ ბრალდებებს თურქეთის სამხედროების დისკრედიტაციის ”მხდლური მცდელობა’’ უწოდა. მოსამართლეს სასამართლო პროცესის შეწყვეტა მოუწია გენერალ ბალანლის ამ სიტყვებით გამოწვეული ხმაურიანი აპლოდისმეტების გამო.
დაკავებული გენერლების რაოდენობა მთლიანად თურქეთის სამხედრო მაღალჩინოსნების 10%-ია.