2011 წლის 5 ნოემბერს ფეისბუქის განადგურებას აპირებენ

ჰაკერთა ჯგუფი Anonymous სოციალურ ქსელ ფეისბუქს  განადგურებით ემუქრება. Anonymous  აცხადებს, რომ ”ოპერაცია facebook” რომელიც მრავალმილიონიანი სოციალური ქსელის განადგურებას ისახავს მიზნად, 5 ნოემბრის ღამეს განხორციელდება. ვიდეო მოწოდებით:”ფეისბუქის გასანადგურებლად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სახელით!”, სადაც მათ გეგმებზეა საუბარი, Youtube-ზე სამ ენაზე: ინგლისურად, გერმანულად და ესპანურად განთავსდა. ჰაკერები ირწმუნებიან, რომ ”ფეისბუქი პირად ინფორმაციას სახელმწიფო სტრუქტურებსა და უსაფრთხოების სამსახურებზე ყიდის, რომელთაც ქსელის დახმარებით მთელ მსოფლიოში შეუძლიათ ადამიანებს უთვალთვალონ ”.   მათი თქმით, ფეისბუქმა იცის უფრო მეტი მომხმარებელზე, ვიდრე  ოჯახმა. „პრივატული, კონფიდენციალური ფუნქციების არჩევანი ფეისბუქზე ილუზიაა”- აცხადებენ ჰაკერები. ანონიმების თქმით, შეუძლებელია სერვისი იყოს უფასო და თუ მესაკუთრე ფულს მომხმარებლებისგან არ იღებს ე.ი . პირადი მონაცემების ვაჭრობით ირჩენს თავს - ასკვნიან ჰაკერები. ისინი მოუწოდებენ აქტივისტებს მთელი მსოფლიოდან გაერთიანებისაკენ რათა მოემზადონ  2011 წლის 5 ნოემბრისთვის  „დღისთვის, რომელიც შევა ისტორიაში” .

5 ნოემებერს დიდი ბრიტანეთი ცნობილი ტერორისტის  გაი ფოქსის  ღამეს აღნიშნავს, რომელიც მე-17 საუკუნეში ლონდონის პარლამენტის აფეთქებას ამზადებდა. ტერორისტზე გადაღებულ ფილმში „V ნიშნავს ვენდეტას“ გაი ფოქსი ჩნდება ნიღბით, სწორედ ეს ნიღაბი გახდა ჰაკერთა ჯგუფ Anonymous-ის სიმბოლო.

ორშაბათს,  ჯგუფ  Anonymous-ის ჰაკერთა ერთმა ჯგუფმა სირიის თავდაცვის სამინისტროს  საიტი გატეხა და  ვიდრე ხელიუფლება საიტს გათიშავდა გამოქვეყნა რამდენიმე ვიდეო და ფოტო, სადაც ჩანს აჯანყებული სირიელების შეტაკება სირიის  არმიასთან, ასევე კადრებში არის გასისხლიანებული სამოქალაქო პირები. ჰაკერთა ჯგუფმა ვიდეო და ფოტო მასალის პარალელურად თავდაცვის  სამინისტროს საიტზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც სირიის მოქალაქეებს  აცნობებდა, რომ ასადის რეჟიმი სულ მალე დაემხობა. 

კომენტარები