Moody’s–მა საბერძნეთის რეიტინგი დასწია

სარეიტინგო სააგენტო Moody’s–მა უცხოურ და ეროვნულ ვალუტაში არსებულ ვალდებულებებზე საბერძნეთის გრძელვადიანი რეიტინგი სამი საფეხურით Ca1–დან Ca–მდე (განვითარებადი) – დასწია.

Ca ბოლოდან მეორე საფეხურია Moody’s სარეიტინგო შკალაზე. ეს საფეხური ნიშნავს ობლიგაციების მაღალ სპეკულაციურ ხასიათს და გადახდების ვადაგადაცილებას.

21 ივლისს ევროკავშირის სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა დაამტკიცეს საბეძნეთის ახალი სამწლიანი ფინანსური დახმარების პროგრამა 109 მილიარდი ევროს მოცულობით.  მიუხედავად ამისა, Moody’s მაინც წავიდა საბერძნეთის რეიტინგის დაწევაზე. სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ევროკავშირში შემუშავებული პროგრამა კონტროლირებად დეფოლტს უშვებს და ეს პროგრამა მხოლოდ დროს მოაგებინებს საბერძნეთს.

Moody’s–ის ანალიტიკოსების აზრით, საბერძნეთის კერძო კრედიტორებს მნიშვნელოვანი დანაკარგები ემუქრებათ, ხოლო საბერძნეთის ფასიანი ქაღალდების ღირებულება ბაზარზე გაურკვეველია. ანალიტიკოსების აზრით Moody’s–ის შემდეგ შესაძლოა სხვა სარეიტინგო სააგენტობმაც დასწიონ საბერძნეთის რეიტინგული მაჩვენებელი.


კომენტარები