გაერთიანებული სამეფოს ყოველკვირეული გაზეთი The Sunday Times აქვეყნებს სტატიას სათაურით „ვაშინგტონი მსოფლიო ეკონომიკას პოკერს ეთამაშება“. სტატიაში გამოცემა მსოფლიოს ეკონომიკურ მდგომარეობას აშუქებს და ამ პროცესში აშშ–ს როლზე საუბრობს.
გასულ კვირას ევროპელმა ლიდერებმა შეძლეს ევროზონაში კრიზისის გადავადება, მაგრამ ამერიკა გადაწყვეტილებას ვერ იღებს. თუ თეთრი სახლი და კონგრესი აშშ–ს სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარის აწევაზე 2 აგვისტომდე ვერ შეთანხმდებიან, მაშინ ამერიკა ტექნიკურ დეფოლტს გამოაცხადებს და მისი რეიტინგი დაეცემა, თუმცა აშშ მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკაა – წერს გაზეთი The Sunday Times. საფრთხის მთელი დამამცირებლობის მიუხედავად პოლიტიკოსები მოლაპარაკებას მაინც არ ჩქარობენ, მეტიც, პოლიტიკურ თამაშებში არიან ჩაბმულნი.
გამოცემის აზრით, კომპრომისზე წასვლა პოლიტიკოსებს მაინც მოუწევთ, მაგრამ აშშ–ს მიერ გადაწყვეტილების მიღების გაჭინაურება მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღებას ვნებს. „თუ პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ სიტუაციის გაუმჯობესება, ისინი, სულ ცოტა, ვალდებულები არიან, ხელი არ შეუწყონ მის გაუარესებას, აშშ ამ ვალდებულებას არ ასრულებს,“ – წერს გამოცემა.