ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით შეხვედრებში სამივე ქართულმა გუნდმა გაიმარჯვა. თბილისის დინამომ ეროვნულ სტადიონზე უელსურ ლანელის 5:0 სძლია. ყაზახეთში რუსთავის მეტალურგმა ირტიშს 2:0 აჯობა, ზესტაფონში კი გაგრამ ანორთოსისს მოუგო 2:0. სამწუხაროდ ეს ანგარიში თასის მფლობელისათვის შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ქართული გუნდებიდან პირველად სათამაშოდ რუსთაველები გავიდნენ. ისინი გასვლაზე პავლოდარის ირტიშს დაუპირისპირდნენ. საქართველოში 1:1 დასრულებული შეხვედრის შემდეგ, მეტალურგის მომდევნო ეტაპზე გასვლას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა. ამის მიუხედავად, ქობალიამ და მოდებაძემ მოწინააღმდეგეს პირველ და მეორე ტიამში თითო გოლი უსახსოვრეს და საბოლოოდ 2:0 გაიმარჯვეს.
ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში რუსთაველი ფეხბურთელები ფრანგულ რენს შეხვდებიან. ამ გუნდმა 2010-2011 წლების სეზონში 56 ქულით საკუთარ ჩემპიონატში მეექვსე ადგილი დაიკავა - ჩემპიონ ლილს მთელი 20 ქულით ჩამორჩა. მთელი აქცენტი მწვრთნელსა და ფეხბურთელებს დაცვით თამაშზე აქვთ გადატანილი. გასულ სეზონში მათ ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვეს 38 თამაშში - 35. თუმცა დიდად ვერც თვითონ გამოირჩევიან შედეგიანობით - 38 გოლი. პირველ თამაშს მეტალურგი რუსთავში ფოლადის სტადიონზე 28 ივლისს გამართავს, განმეორებითი შეხვედრა კი რენში 4 აგვისტოს ჩატარდება.
თბილისის დინამომ ერთი კვირის წინ სენსაციური წაგებისათვის რევანში აიღო. გუშინდელი თამაში ქართული კლუბის ლეგიონერთა ბენეფისად იქცა - ხუთივე გოლი მათ ანგარიშზეა. დუბლი შეასრულა ყველაზე ტიტულოვანმა ჩისკომ, თითო გოლიც კოტომ, იაგუემ და რობერტინიომ გაიტანეს და საბოლოოდ 5:0 გაიმარჯვეს.
ესპანელებით გაძლიერებული და ესპანელი მთავარი მწვრთნელის დამოძღვრილი დინამოელები მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას გასვლაზე, 28 ივლისს ისლანდიაში რეიკიავიკთან ჩაატარებენ. განმეორებით შეხვედრას ეროვნული სტადიონი 4 აგვისტოს უმასპინძლებს.
ყველაზე დასანანი, ევროთასებიდან ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გაგრას გამოვარდნა იყო. კვიპროსში მათ ვერ დაიჯერეს, რომ თამაში შეეძლოთ და 0:3 დამარცხდნენ. უკვე ზესტაფონში, განმეორებით შეხვედრაზე, გაგრელმა მოთამაშეებმა კომპლექსები მოიხსნეს და მოწინააღმდეგეს დიდი ბრძოლა გაუმართეს. რაც მთავარია, მათ მოგებაც მოახერხეს 2:0, თუმცა ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდნენ და ევროპის ლიგას თავაწეულები დაემშვიდობნენ. გოლები პირველივე ტაიმში გაბედავამ და კაპიტანმა ტყეშელაშვილმა გაიტანეს.
ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი, განმეორებითი შეხვედრები
ირტიში - მეტალურგი (რუსთავი) 0:2
გოლები: 0:1 ქობალია (23), 0:2 მოდებაძე
მეტალურგი: ბედიაშვილი, მახვილაძე, კვახაძე, ორბელაძე, ჯაფარიძე, რაზმაძე, მაისურაძე, მიქაბერიძე (ტყემალაძე, 79 წთ.), გეწაძე (ტატანაშვილი, 64 წთ.), ქობალია (კავთარაძე, 75 წთ.), მოდებაძე
დინამო - ლანელი 5:0
გოლები: 1:0 ჩისკო (7), 2:0 იაგუე (11), 3:0 რობერტინიო (27), 4:0 ჩისკო (51), 5:0 კოტო (55)
დინამო: ლორია, ოდიკაძე, თომაშვილი, კაკუბავა (ჰომოლა, 25 წთ.), რეხვიაშვილი, კვეკვესკირი, კოშკაძე (თექთურმანიძე, 62 წთ.), ჩისკო (ჯიღაური, 54 წთ.), რობერტინიო, კოტო, იაგუე