ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა ერთ-ერთმა ფოტოჟურნალისტმა, ზურაბ ქურციკიძემ საპროცესო გარიგების შესახებ განცხადება დაწერა. ევროპის პრესფოტო სააგენტოს (EPA) ფოტორეპორტიორის ადვოკატმა, ნინო ანდრიაშვილმა განაცხადა, რომ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ინიციატივა თავად ქურციკიძეს ეკუთვნის. ”გამოძიების პასუხი შეთანხმების შესახებ, დაახლოებით ერთ კვირაში იქნება,” თქვა ანდრიაშვილმა.
დაკავებული ფოტოჟურნალისტის ადვოკატის თქმით, დღეს განმეორებით დაკითხვაზე ქურციკიძემ თავი კიდევ ერთხელ სცნო დამნაშავედ და სამართალდამცველების მიერ წაყენებული ბრალდება აღიარა.
ზურაბ ქურციკიძესთან შეხვედრას დღეს ადვოკატი შალვა შავგულიძეც ცდილობდა. მისი თქმით, ის EPA-მ და ქურციკიძის ოჯახმა დაიქირავა. თუმცა, დაკავებულთან შეხვედრიდან გამოსულმა ნინო ანდრიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქურციკიძემ შავგულიძეს აცილება მისცა. ”მან მადლობა გადაუხადა EPA-ს და ოჯახის წევრებს, რომლებმაც ადვოკატი შალვა შავგულიძე დაიქირავეს, თუმცა განაცხადა, რომ არ სურს შავგულიძემ დაიცვას მისი ინტერესები,” თქვა ანდრიაშვილმა.