IMF: ევროზონის კრიზისი, შესაძლოა, მთელს მსოფლიოს მოედოს

ევროზონაში შემავალ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური კრიზისი, შესაძლოა, მთელს მსოფლიოში გავრცელდეს. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის მიხედვით, საჭიროა ევროპული ქვეყნების მეტი ეკონომიკური ინტეგრაცია, რათა ევროზონის ქვეყნებმა საკრედიტო კრიზისი დაძლიონ.

”ევროზონის ქვეყნებში უფრო ძლიერი ეკონომიკური მმართველობა გვჭირდება იმისთვის, რომ ამ ევროპული პროექტისადმი ნდობა აღვადგინოთ,” განაცხადა სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა, ლუკ ევერერტმა.

ამ წუთებში კი ევროპული ქვეყნების ლიდერები საბერძნეთისთის დახმარების მეორე პაკეტის გამოყოფაზე მსჯელობენ. ბერლინში მიმდინარე სამიტის მონაწილეები ამ გზით ევროზონის კრიზისის გაფართოების თავიდან აცილებას ცდილობენ. სამიტის დაწყებამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა  და ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა შვიდსაათიანი მოლაპარაკებები გამართეს. მხარეები შეთანხმდნენ საბერძნეთისთვის დახმარების გამოყოფაზე. თუმცა, შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

კომენტარები