წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოქვეყნდა

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის   სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, ხელისუფლებამ მომავალში რელიგიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას  კონსულტაციები  უნდა გამართოს  საქართველოს საპატრიარქოსთან; დაიწყოს სამთავრობო მოლაპარაკებები ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიების სტატუსსა და ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით;  საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ეკლესიის ავტოკეფალიის დაკარგვის შემდეგ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე განხორციელებული რელიგიური პოლიტიკა და სხვა ქმედებები აღიარებულ იქნას უკანონოდ; გაააქტიუროს თავისი საქმიანობა საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ეროვნული და სულიერი კულტურის ძეგლების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით; შეიქმნას კომისია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 

სინოდმა ასევე იმსჯელა სასულიერო პირების მიერ ზნეობრივი ნორმების დარღვევის ფაქტებზე და განაჩინა, რომ შეიქმნება სასულერო პირების მიერ ზნეობრივი ნორმების დარღვევათა შემსწავლელი კომისია სამთავისისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიასა (გვაზავა) და გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოს იაკობის (იაკობიშვილი) მონაწილეობით.  

კომენტარები