ჩილეში სტუდენტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ჩილეში სტუდენტების საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი სებასტიან პინერა სტუდენტებს უმაღლესი განათლების სფეროსთვის 4-მილიარდიანი ფინანსური პაკეტის გამოყოფას დაჰპირდა, დემონსტრანტები აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.

დღეს ჩილეს დედაქალაქში პოლიციამ ქუჩაში გამოსული ათასობით სტუდენტის დაშლა წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის დახმარებით სცადა. სტუდენტები უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და სწავლის საფასურის დაწევას ითხოვენ. ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციები ჩილეს რამდენიმე დიდ ქალაქში მიმდინარეობს.

კომენტარები