ბრიტანეთში საქორწინო ავტომატი გამოიგონეს

ბრიტანულმა კომპანია Concept Shed-მა ავტომატური საქორწინო მოწყობილობა გამოიგონა. აპარატი 1 გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ წყვილებს აქორწინებს. ვარდისფერი მოწყობილობა სიმაღლეში 2.4 მეტრია. გამომგონებლების თქმით, აპარატი  გარეგნულად ”კადილაკისა და პარკირების ავტომატის” ნაზავია.  ქორწინების პროცედურა  მარტივია: დაქორწინების მსურველები ავტომატში ერთ გირვანქა სტერლინგს აგდებენ. ამის შემდეგ ისმის წინასწარ ჩაწერილი საქორწინო მარში, შემდეგ კი წყვილმა ორი ღილაკიდან ერთ-ერთს უნდა დააჭიროს თითი. ღილაკი 1 - ნიშნავს ”დიახ”-ს, ხოლო 2 – ”გასვლას”.  დადებითი პასუხის შემთხვევაში ავტომატი ქორწინების მოწმობას და პლასტმასის საქორწინო ბეჭდებს აგდებს.

მას შემდეგ რაც ახალი გამოგონების შესახებ ვიდეოსიუჟეტი ინტერნეტში გავრცელდა, მოწყობილობამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. ტელეკომპანია BBC-ს ცნობით, აპარატზე შეკვეთები Concept Shed-მა ბრაზილიიდან და რუსეთიდან უკვე მიიღო. 

კომენტარები