თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით მმართველმა - სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ გაიმარჯვა. პრემიერ მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ ხმათა 50 პროცენტი მიიღო და, შესაბამისად, 325 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა. ამგვარად, ერდოღანის პარტიას 550- მანდატიან პარლამენტში დამოუკიდებლად შეეძლება მთავრობის შექმნა. ოპოზიციურ სახალხო-რესპუბლიკურ პარტიას ამომრჩეველთა 26-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. კიდევ ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, ნაციონალისტურმა მოძრაობამ ხმათა 13 პროცენტი მიიღო. მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიას, რომელიც თურქეთში ეთნიკური ქურთების უფლებების გაფართოების ინიციატივით გამოდის, ამომრჩეველთა 5.8 პროცენტმა მისცა ხმა. ამგვარად, პარტიამ თურქეთის პარლამენტში 35 მანდატი მოიპოვა.
მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ ე.წ. კონსტიტუციური უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მიიღო, პარტიის მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობა საკმარისია საკონსტიტუციო რეფორმის დასაწყებად. ”ჩვენ ბედნიერი ვართ იმით, რომ ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მოგვცა ხმა,” განაცხადა ერდოღანმა მას შემდეგ, რაც არჩევნების წინასწარი შედეგები გამოცხადდა.
”ხალხმა სიგნალი მოგვცა, რომ ახალი კონსტიტუციის მიღება კონსესუსისა და მოლაპარაკებების გზით უნდა მოხდეს. ძირითად ოპოზიციასთან, ასევე იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში არ არიან წარმოდგენილი, მედიასთან, არასამთავრებო ორგანიზაციებთან, მეცნიერებთან და და ყველასთან, ვისაც რამე აქვს სათქმელი, ჩვენ კონსესუსის მიღწევას შევეცდებით,” აღნიშნა პრემიერ მინისტრმა თავის მიმართვაში. მისი თქმით, ამგვარი მიდგომის შედეგად თურქეთი ”სამოქალაქო, თავისუფალ კონსტიტუციას მიიღებს.”
თურქეთის მოქმედი კონსტიტუცია 1980 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიიღეს. კონსტიტუცია ნებისმიერი პოლიტიკური დავის დროს არმიას არბიტრის პრივილეგირებულ როლს ანიჭებს. თურქეთის არმიის წარმომადგენლები დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდნენ ქვეყანაში ისეთი პოლიტიკოსების გამოჩენას, რომლებსაც თუნდაც ზომიერი ისლამისტური ხედვა ექნებოდათ. უცხოური მედიის ცნობით, თავისი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში, ერდოღანი ციხეშიც კი მოხვდა ერთი ლექსის წაკითხვის გამო, სადაც მეჩეთი ჯარისკაცს, ხოლო მინარეთი კი ხიშტს იყო შედარებული.