ჰაკერებმა თურქეთის სამთავრობო საიტები გატეხეს

საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თურქეთის სახელისუფლებო უწყებების ვებ გვერდებზე ჰაკერებმა იერიში მიიტანეს. ”ოპერაცია თურქეთი” - ასე უწოდებენ ”ანონიმი” ჰაკერები მორიკ კიბერ შეტევას. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი ჰაკერთა ჯგუფი ამგვარად თურქეთის ხელისუფლების მიერ ახალი ინტერნეტ-ფილტრების შემოღებას აპროტესტებს. კანონი, რომელიც თურქეთში ინტერნეტ პროვაიდერებს ფილტრის დაყენებას ავალდებულებს, ძალაში აგვისტოში შევა. დილიდან შუძლებელი იყო თურქეთის სამხედრო ფლოტისა და ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამმართველოს ვებ გვერდებზე შესვლა. სწორედ ამ უწყებამ მოსთხოვა ინტერნეტის მომწოდებელ კომპანიებს ოთხი ფილტრიდან -სტანდარტული, საბავშვო, ოჯახური ან საშინაო - ერთ-ერთის  დაყენება. 

მაისის შუა რიცხვებში ინტერნეტზე შეზღუდვების დაწესების წინააღმდეგ თურქეთში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. ვებ გვერდ YouTube-ი თურქეთში 2007 წელს დაიბლოკა მას შემდეგ, რაც ამ გვერდზე გამოჩნდა ვიდეო რგოლი, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის შეურაცმყოფელ  მასალას შეიცავდა. 

კომენტარები