კალმახი ნიგვზის ქერქით ბადრიჯნის პიურესთან ერთად


მომზადების წესი:


წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე.

 
გარჩეული ნიგოზი დაჭერით წვრილად ან გაატარეთ, შეურიეთ სვანური მარილი, დაუმატეთ 50 გრ. გამდნარი კარაქი. მიღებული მასით დაფარეთ თევზის ნაჭრები და გამოაცხვეთ ღუმელში 20 წუთი.

ამასობაში მოხარშეთ კარტოფილი.

 
4 ულუფის მასალა კალმახის ფილე – 4 ც.
 100 გრ. ნიგოზი
 5 გრ. სვანური მარილი
 50 გრ. კარაქი 50 გრ. ზეითუნის ზეთი
 აშუალო ზომის კარტოფილი – 2 ც.
 საშუალო ზომის ბადრიჯანი – 4 ც.
 საშუალო ზომის თეთრი ხახვი – 1 ც. 200 გრ. ცოცხალი ბროწეულის წვენი 50 გრ. სოიოს სოუსი 20 გრ. ჩილის სოუსი შაქარი
 მარილი
 პილპილი ჯამში 16 ლარი
დაჭერით ბადრიჯანი პატარა კუბებად, ხოლო ხახვი წვრილ ნაჭრებად. გააცხელეთ ტაფა და შეწვით ოქროსფერ შეფერილობამდე. 
შემწვარი ბადრიჯანი და ხახვი დაუმატეთ მოხარშულ კარტოფილს და დაჭყლიტეთ ხელის ბლენდერით, ვიდრე პიურეს არ მიიღებთ. დარბილებული მასა შეკაზმეთ მარილითა და პილპილით.

 
დაწურეთ ბროწეულის წვენი, შეურიეთ ჩილის და სოიოს სოუსი, წამოადუღეთ. დაუმატეთ ცოტაოდენი შაქარი და ადუღეთ მასის გასქელებამდე.

 
ბადრიჯნის პიურე გადაანაწილეთ ოთხ თეფშზე, დაადეთ გამომცხვარი თევზი და მოასხით ბროწეულის სოუსი.

რეკომენდებული ღვინო კერძთან: მშრალი თეთრი ღვინო – მაგალითად, წინანდალი.
 
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: 
პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35), 
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73), 
გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02 / 03). 
 

კომენტარები