შეტაკება ჩილეში

ჩილელი სტუდენტები ქვებსა და ბოთლებს უშენენ პოლიციას. შეტაკება დემონსტრაციაზე მოხდა, რომელიც საჯარო განათლების დაფინანსების გაზრდის მოთხოვნით მოეწყო.

შეტაკებები პოლიციასა და მოპროტესტეებს შორის მორიგ დაპირისპირებას მოჰყვა.

სანტიაგოში, ჩილე, პროტესტს დაახლოებით 2000 სტუდენტი შეუერთდა, რომლებიც საჯარო უნივერსიტეტებისთვის დაფინანსების გაზრდას ითხოვენ. მათ სანტიაგოს უნივერსიტეტიდან განათლების სამინისტრომდე მსვლელობა მოაწყვეს.

დემონსტრაცია ძალადობაში მაშინ გადაიზარდა, რაც პოლიციამ ხალხის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. ამის საპასუხოდ სტუდენტებმა მათ ქვები, ბოთლები და სხვადასხვა მძიმე საგნები დაუშინეს.

შეტაკების შემდეგ რამდენიმე სტუდენტი დაპატიმრებულია.

საპროტესტო დემონსტრაცია ერთ-ერთი ბოლოა სტუდენტების პროტესტის ტალღისა, რომელიც უკეთესი საჯარო განათლების მოთხოვნით აგორდა.
 

 

 

კომენტარები