აშშ-ში ტორნადოს 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/tornado.png##fbimage#
აშშ-ს შტატ მისურის ნაწილს ტორნადომ გადაუარა. სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქი ჯოპლინი დააზარალა, სადაც ტორნადოს 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა. შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მოსახლეობას განმეორებითი ტორნადოს საფრთხის შესახებ აუწყა. უცხოური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ქალაქ ჯოპლინში საცხოვრებელი სახლების უმეტესობა დანგრეულია, დაზიანებულია რამდენიმე დიდი სუპერმარკეტი და ბენზინგასამართი სადგური.
  
შტატის ოფიციალური პირების თქმით, ხელისუფლება და სამაშველო სამსახურები ”ყველა რესურსს იყენებენ” მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაკარგულთა მოსაძებნად, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გასაწევად და აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად.

კვირას ტორნადომ მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისსაც გადაუარა. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 30 კი დაიჭრა. აპრილში, აშშ-ს სამხრეთით ექვს შტატში ტორნადოებს 350-მდე ადამიანი ემსხვერპლა. 

კომენტარები