მსხალი ქინძმარაულში

4 ულუფა 4 საშუალო ზომის მსხალი (ალექსანდრია) 1 ბოთლი ქინძმარაული 100 გრ. შაქარი 1 დარიჩინის ჩხირი 1 ანისის ვარსკვლავი 2 თავი მიხაკი ჯამში 10 ლარი მომზადების წესი:


 

 

მსხალს გააცალეთ კანი ისე, რომ ყუნწი არ მოაშოროთ. მოათავსეთ საშუალო ზომის ქვაბში, დაამატეთ ღვინო, სანელებლები და წყალი ისე, რომ მსხალი დაიფაროს.
დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ სამი საათი.
ამოიღეთ მსხალი ქვაბიდან და გააცივეთ, ხოლო ქვაბში დარჩენილი სოუსი ადუღეთ გასქელებამდე. გასქელებული მასა შეინახეთ მოხმარებამდე.
მსხალი გაანაწილეთ ოთხ თეფშზე, მოასხით გამზადებული სოუსი.
მიირთვით ნაყინთან ან ვანილის სოუსთან ერთად. 
 
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: 
პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35), 
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73), 
გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02 / 03). 
 

კომენტარები