მარაკეშში მომხდარი აფეთქების გამოძიება დაიწყო

მაროკოს ხელისუფლებამ საკურორტო ქალაქ მარაკეშში გუშინ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების განკარგულება გასცა. ქალაქის მთავარ მოედანზე მომხდარ ინციდენტს 16 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის იყვნენ საფრანგეთის, ისრაელის და ჰოლანდიის მოქალაქეებიც. აფეთქების შედეგად, 23 ადამიანი დაიჭრა.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა მაროკოს ხელისუფლების ვარაუდით, მარაკეშში მომხდარი აფეთქება ტერორისტულ ორგანიზაცია ალ-ყაიდას უკავშირდება. თვითმხილველების თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერება მოქმედებაში თვითმკვლელმა ტერორისტმა მოიყვანა. მარაკეშის მოსახლეობამ გუშინ საღამოს შემთხვევის ადგილზე საპროტესტო დემონსტრაცია გამართა  და ტერორისტებს მაროკოდან წასვლა მოსთხოვა.

ბოლო ტერაქტი მაროკოში 2003 წელს მოხდა. მაშინ მაროკოს უდიდეს ქალაქ კასაბლანკაში მომხდარ აფეთქებას 45 ადამიანი ემსხვერპლა. 

კომენტარები