თურქეთში მუშებმა თურქეთისა და სომხეთის შერიგების სიმბოლური მონუმენტის დემონტაჟი დაიწყეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო AFP იუწყება. სააგენტოს ცნობით, თურქულ ტელეარხებზე გავიდა მასალა, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ანგრევენ სპეციალური ტექნიკის დახმარებით 35 მეტრიან სკულპტურას, რომელიც თურქეთ-სომხეთის საზღვართან ახლოს არის განთავსებული.
უცხოური მედია იუწყება, რომ შერიგების მონუმენტს თურქეთში ბევრი აკრიტიკებდა, რადგან ის იქვე მდებარე ისლამურ სალოცავს „ჩრდილავდა.“ გასულ იანვარს, მონუმენტი თურქეთის პრემიერ მინისტრმა მოინახულა და მას „უცნაური“ უწოდა. სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ გადაწვიტეს ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა მონუმენტის დემონტაჟი.
AFP-ს ცნობით, თურქმა მხატვრებმა სკულპტურის გადარჩენის მიზნით რამდენიმე აქცია გამართეს, თუმცა უშედეგოდ. გასულ თვეს მონუმენტის დემონტაჟის გეგმის გაკრიტიკების შემდეგ, ერთ-ერთი ცნობილი თურქი მხატვარი დანით დაჭრეს, იუწყება სააგენტო AFP.