ტორნადოს აშშ-ში 43 ადამიანი ემსხვერპლა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/trnd.png##fbimage#
აშშ-ში ტორნადოს, ბოლო მონაცემებით 43 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის სამხრეთით სტიქიური უბედურება ბოლო სამი დღეა მძვინვარებს. განსაკუთრებით დაზარალდა ჩრდილოეთ კაროლონას და ვირჯინიას შტატები, სადაც ქვეყნის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. უცხოური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სტიქიის შედეგად დანგრეულია ასობით სახლი, ხოლო ათასობით მოქალაქე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ტელეკომპანია ევრონიუსი იუწყება, რომ პირველი ტორნადო თავს პარასკევს ოკლაჰომას შტატს დაატყდა თავს. სინოპტიკოსების ცნობით, სულ გასულ შაბათ-კვირას სულ 200 ტორნადო დათვალეს. სტიქიის შედეგად დაზარალებულ შტატებში ამ დროისთვის მაშველები და მოხალისეები მუშაობენ. ოფიციალური მონაცემები უამინდობის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება. 

კომენტარები