ფეხბურთი: უგოლო და უქულო ელიტ-რაუნდი

 საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ელიტ-რაუნდში სამივე შეხვედრა წააგო. გუშინ მათ ნორვეგიელებთან ითამაშეს და 5:0 დამარცხნენ.

კობა ჟორჟიკაშვილის ნაკრებისგან ასეთ გამოსვლას არავინ ელოდა. აქ სამი თამაშის წაგებაზე აღარაა ლაპარაკი. მთავარი ისაა, რომ გუნდმა სამ შეხვედრაში 8 ბურთი გაუშვა და თვითონ ერთიც ვერ გაიტანა.

საფრანგეთის ქალაქ ნანტში მიმდინარე გათამაშებაში ქართველებმა პირველი თამაში მასპინძლებთან წააგეს - 2:0. ამას ბელორუსთან მარცხი მიაყოლეს - 1:0, საბოლოოდ ტურნირი ნორვეგიელებთან წაგებით დახურეს - 5:0

ელიტ-რაუნდის მეექვსე ჯგუფის გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ბოლო შეხვედრაში ბელორუსი დაამარცხა - 9:0. ამით გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი გაიუმჯობესა და საბოლოოდ ამ მაჩვენებლით აჯობა ნორვეგიელებს. ჩვენმა გუნდმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

საქართველო - ნორვეგია 0:5

გოლები: რონინგი (27, 38 წთ), აჰმადი (72, 79, 80 წთ)

საქართველო: თებიძე, მთივლიშვილი, სანდოხაძე (კაპიტანი), ჭიღვარია, ჰუფნაგელი, ენდელაძე (ტარკაშვილი 70 წთ), სამუშია, ექვთიმიშვილი, ზივზივაძე (ფანცულაია 41 წთ), კახიძე, დიასამიძე  (მარკოზაშვილი 41 წთ)

ნორვეგია: ევრეტვაიტი, გროგაარდი, ჰარალდსაიდი (კაპიტანი), ფურუ, კალვე (ჰაუგენი 50 წთ), რონინგი (აჰმადი 71 წთ), კვოემე, სელნაესი, ბერიშა, ჰოიბრაატენი, ქაკა (კალევიკი 67 წთ)

კომენტარები