NBA-ს ვარსკვლავები მესამოცედ იკრიბებიან

დღეს გვიან ღამით, ლოს ანჯელესის სტეიპლზ ცენტრში NBA-ს ყველა ვარსკვლავის უიქენდი იწყება. წლევანდელი შოუ საიუბილეო, მესამოცეა. პირველად დასავლეთისა და აღმოსავლეთის ვარსკვლავები ერთმანეთს 1950-51 წლების სეზონის დროს ბოსტონში შეხვდნენ.

საიუბილეო შოუ დღეს ერთწლიანებისა და ორწლიანების დაპირისპირებით გაიხსნება. ხვალ მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს ჩატენვების, 3-ქულიანების, საკალათბურთო უნარჩვევებისა და ვარსკვლავების სროლის შეჯიბრება.

უკვე კვირას ღამით კი უქმეების კულმინაციის დრო დადგება. ერთმანეთს აღმოსავლეთისა და დასავლეთის უძლიერესი კალათბურთელები დაუპირისპირდებიან. წლევანდელ შოუს ყველა დიდი ინტერესით ელოდება. განსაკუთრებით შარშანდელი, არცთუ ისე სანახაობრივი შეხვედრის შემდეგ.

წლევანელი ყველა ვარსკვლავის შეხვედრისას აღმოსავლეთის მთავარი მწვრთნელი ბოსტონ სელტიქსის დამრიგებელი დოკ რივერსი იქნება. დასავლეთს კი სან ანტონიოს გრეგ პოპოვიჩი  წარუძღვება.

სასტარტო ხუთეულები გულშემატკივრების გამოკითხვით შეირჩა, 7 სათადარიგო მოთამაშე კი მთავარმა მწვრთნელებმა საკუთარი შეხედულებით გამოარჩიეს. წელს ერთი მოთამაშე ლიგის კომისარმა დევიდ სტერნმაც დაამატა. დასავლეთის სასტარტო ხუთეულში მოხვდა იაო მინი, თუმცა ის ტრავმის გამო ვერ თამაშობს. მის ნაცვლად კომისარმა გუნდის შემადგენლობაში კევინ ლავი დააყენა.

ყველაზე მეტი ხმა გულშემატკივრისგან ლოს ანჯელეს ლეიკერსის უკანახაზელმა კობი ბრაიანტმა მიიღო - 2,380,016. ის მეცამეტედ ითამაშებს ყველა ვარსკვლავის შეხვედრაში. წლევანდელი ოლ სტარის მონაწილეებიდან ყველაზე მეტჯერ ბოსტონ სელტიქსის ფორვარდ კევინ გარნეტს აქვს ნათამაშები. მის ანგარიშზე 14 ვარსკვლავური მატჩია.

ვარსკვლავურ დაპირისპირებებში აღმოსალეთი დიდი სხვაობით ლიდერობს. აქამდე გამართული 59 შეხვედრიდან აღმოსავლელებმა 36 მოიგეს, დასავლეთმა კი 23-ჯერ გაიმარჯვა.

ყველა ვარსკვლავის შეხვედრის მონაწილეები:


აღმოსავლეთი:


სასტარტო ხუთეული: დერეკ როუზი (ჩიკაგო ბულსი), დუეინ უეიდი (მაიამი ჰიტი), ლებრონ ჯეიმსი (მაიამი ჰიტი), ამარე სტაუდმაიერი (ნიუ იორკ ნიქსი), დუაიტ ჰოვარდი (ორლანდო მეჯიქი)

სათადარიგოები: რეი ალენი (ბოსტონ სელტიქსი), კევინ გარნეტი (ბოსტონ სელტიქსი), კრის ბოში (მაიამი ჰიტი), ალ ჰორფორდი (ატლანტა ჰოუქსი), ჯო ჯონსონი (ატლანტა ჰოუქსი), პოლ პირსი (ბოსტონ სელტიქსი), რაჯონ რონდო (ბოსტონ სელტიქსი)

დასავლეთი:

სასტარტო ხუთეული: კრის პოლი (ნიუ ორლეან ჰორნეტსი), კობი ბრაიანტი (ლოს ანჯელეს ლეიკერსი), კევინ დიურანი (ოკლაჰომა სიტი), კარმელო ენტონი (დენვერ ნაგეთსი), იაო მინი  (ჰიუსტონ როკეტსი, არ თამაშობს, ტრავმა)

სათადარიგოები: ტინ დანკანი (სან ანტონიუ სპურზი), მანუ ჯინობილი (სან ანტონიო სპურზი), პო გასოლი (ლოს ანჯელეს ლეიკერსი), ბლეიკ გრიფინი (ლოს ანჯელეს კლიპერსი), კევინ ლავი (მინესოტა ტიმბერვულვზი, დევიდ სტერნმა დაამატა), დირკ ნოვიცკი (დალას მევერიქსი), რასელ უესტბრუკი (ოკლაჰომა სიტი), დერონ უილიამსი (იუტა ჯაზი)

ჩატენვების კონკურსი:

ბლეიკ გრიფინი (ლოს ანჯელეს კლიპერი), ჯაველ მაკგი (ვაშინგტონ უიზარდსი), სერჟ იბაკა (ოკლაჰომა სიტი), დემარ დეროზანი (ტორონტო რეპტორსი), ბრენდონ ჯენინგსი (მილოუკი ბაქსი)

სამქულიანების კონკურსი:


რეი ალენი (ბოსტონ სელტიქსი), პოლ პირსი (ბოსტონ სელტიქსი), კევინ დიურანი (ოკლაჰომა სიტი), დანიელ გიბსონი (კლივლენდ კავალიერსი), ჯეიმს ჯოუნსი (მაიამი ჰიტი), დორელ რაიტი (გოლდენ სტეიტი)

საკალათბურთო უნარჩვევები:


სტივენ კარი (გოლდენ სტეიტი), კრის პოლი (ნიუ ორლეან ჰორნეტსი), დერეკ როუზი (ჩიკაგო ბულსი), ჯონ უოლი (ვაშინგტონ ვიზარდსი), რასელ უესტბრუკი (ოკლაჰომა სიტი)

ვარკსვლავების სროლის კონკურსი:


ატლანტა: ალ ჰორფორდი, კოკო მილერი, სტივ სმიტი

ჩიკაგო: ტაჯ გიბსონი, ქეთრინ ქრეიველდი, სტივ კერი

ლოს ანჯელესი: პო გასოლი, ტინა ტომპსონი, რიკ ფოქსი

ტექსასი: დირკ ნოვიცკი, რონიკა ჰოჯსი, კენი სმიტი

კომენტარები