სომალელ მეკობრეს 33-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ნიუ იორკის სასამართლომ 18 წლის სომალელ აბდივალი მუსას მეკობრეობის ბრალდებით 33-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მუსა 2009 წელს ამერიკული კონტეინერის, მაერსკ ალაბამას გატაცებაში მონაწილეობდა. გასული წლის მაისში მუსამ ბრალი აღიარა, ჩადენილის გამო სინანული გამოთქვა და დასძინა, რომ მისი საქციელი სომელიში არსებული პრობლემებით ახსნა.

ტელეკომპანია BBC-სთან საუბრისას მეკობრის დედამ, რომელიც თავს ბაზარში რძის გაყიდვით ირჩენს თავს, განაცხადა, რომ მისი შვილი დანაშაულში ”ფულიანმა განგსტერებმა” ჩაითრიეს. მან აშშ-ს პრეზიდენტს, ბარაკ ობამას შვილის გათავისუფლების თხოვნით მიმართა. ამერიკელი სამართალდამცველები კი აცხადებენ, რომ მუსა მეკობრეთა ბანდის მეთაური იყო. ერთ-ერთმა პროკურორმა მას უწოდა ”სადისტი, რომელიც თავისი ტყვეების წამებით სიამოვნებას იღებდა.”

ეს აშშ-ში ბოლო ასი წლის მანძილზე მეკობრის გასამართლების პირველი შემთხვევაა.

კომენტარები