ICG: ილჰამ ალიევის პრეზიდენტობის დროს აზერბაიჯანის სამხედრო ხარჯები 20-ჯერ გაიზარდა

აზერბაიჯანის ოფიციალური სამხედრო ხარჯები პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მმართველობის დროს 20-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის (International Crisis Group) ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტის მიხედვით, აზერბაიჯანის სამხედრო ხარჯები, წლიურად, საშუალოდ 50 პროცენტით იმატებს და 2003 წლის შემდეგ 135 მილიონი დოლარიდან 3.12 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის მონაცემებით, სამხედრო ხარჯების ზრდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის შესაბამისი იყო და მის 10-14 პროცენტს შეადგენდა. თუმცა, დოკუმენტში მითითებულია, რომ 2011 წელს სამხედრო ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი მოცულობის 20 პროცენტი იქნება. ”ეს წინა წლებთან შედარებით დიდი ნახტომია და 2007 წელს ალიევის მიერ დადებული პირობა, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ხარჯები სომხეთის მთლიან ბიუჯეტს გაუსწრებდა, შესრულებულია,” ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები