თბილისს გაბრიაძის თეატრი დაუბრუნდა

გუშინ, 2007 წელს დაწყებული ხანგრძლივი სარემონტო სამუშაოების შემდეგ, რეჟისორ რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი ძველ თბილისში, შავთელის ქუჩაზე, კვლავ გაიხსნა.

როგორც გახსნაზე განაცხადეს, სამი წლის განმავლობაში კაპიტალურად გამაგრდა შენობა და გამოიცვალა კომუნიკაციის სისტემა. დარბაზი ამჟამად ”თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი”, შეცვლილია სკამები და გარემონტებულია საგრიმიორო ოთახი.

თეატრის შესასვლელთან, გაბრიაძის ესკიზის მიხედვით, საათის კოშკი აშენდა. საათში ერთხელ, საათიდან ანგელოზი გამოდის და ზარს რეკავს, ხოლო შუადღეზე მექანიკური თოჯინები წუთნახევრიან წარმოდგენას მართავენ. გახსნაზე რეჟისორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განახლებულ თეატრში ახალ სპექტაკლს დგამს, რომელსაც ”ლოკომოტივი” ჰქვია. მისი მთავარი გმირები ორთქლმავლები არიან.

რეზო გაბრიაძესთან ერთად, ღონისძიებაში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა და თბილისის მერი გიგი უგულავამ მონაწილეობდნენ. თეატრის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გახსნას ესწრებოდნენ ქართული თეატრისა და კინოს წარმომადგენლები და რუსული კინოს ფესტივალზე საქართველოში ჩამოსული მათი რუსი კოლეგები. სტუმართა შორის იყვნენ რეჟისორები ელდარ რიაზანოვი და ალა გერბერი.

 

კომენტარები