თავდაცვის სამინისტრო ვაზიანის ბაზაზე მომხდარ ინციდენტს ადასტურებს

რამდენიმე საათის წინ საინფრომაციო სააგენტოებმა ”ინტერპრესმა” და ”პირველმა” გაავრცელეს ცნობა, რომ მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის ალფა ასეულის ჯარისკაცები სასტიკად არიან ნაცემი. მათი ინფორმაციით, სულ დაშავებულია 15 ჯარისკაცი. 

თავდაცვის სამინიტროს ცნობით, მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42–ე ბატალიონში შეიარაღების საწყობში მორიგი აღრიცხვიანობის დროს, სერჟანტმა აღმოაჩინა ერთი ავტომატური იარაღის დანაკლისი, რასაც რამდენიმე კაპრალს შორის შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ამ დროისთვის ”ინციდენტი ამოწურულია და მიმდინარეობს გამოძიება”. სამინისტრო მძიმედ დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ უარყოფს და, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დაზარელებულთა ვინაობას არ ასახელებს.

ინციდენტის ადგილზე შესასწავლად ვაზიანის ბაზაზე სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში მივიდა.

კომენტარები