MTV Movie Awards

MTV Movie Awards 1992 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. მთავარი პრიზია ოქროს პოპკორნი, რომელიც ყველა გამარჯვებულს გადაეცემა. წლების მანძილზე იცვლება როგორც ნომინაციები, ისე შოუს წამყვანები. 1992 წელს გამართულ დაჯილდოების ცერემონიალს დენის მილერი უძღვებოდა. ნომინაციაში წლის საუკეთესო ფილმი ტერმინატორი 2 გახდა, ხოლო წლის საუკეთესო მსახიობები - ამავე ფილმის მონაწილეები. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ლინდა ჰამილტონი დაჯილდოვდა, ხოლო წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი იყო არნოლდ შვარცნეგერი.
2010 წელს შოუს მასპინძლობა წილად ხვდა აზიზ ანსარს. კალიფორნიაში გამართული შოუ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და, პირველად მის ისტორიაში, უხამს სიტყვებს არ ედო ცენზურა, რამაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულების წარსადგენად სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები. 2009 წლის ლიდერმა Twilight-მა წლეულსაც ყველაზე მეტი პოპკორნი მოიპოვა. შარშან ბინდმა ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა, წელს კი ფილმის მეორე ნაწილმა New Moon ოთხი გამარჯვება მოიპოვა. სწორედ ახალმა მთვარემ დაიმსახურა წლის ფილმისთვის განკუთვნილი ოქროს პოპკორნი. საუკეთესო მსახიობი ქალი გახდა ამავე ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი ქრისტინ სტუარტი, მისმა პარტნიორმა რობერტ პეტინსონმა კი საუკეთესო მსახიობი მამაკაცის აღიარება დაიმსახურა. ნომინაციაში საუკეთესო კოცნა სწორედ სტუარტი და პეტინსონი დაჯილდოვდნენ. გარდა ამისა, ოქროს პოპკორნი, რომელიც გლობალური სუპერვარსკვლავისთვის იყო განკუთვნილი, 23 წლის რობერტ პეტინსონს ერგო. დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდა სანდრა ბულოკი. მას სპეციალური ჯილდო MTV Generation Award-ი ბეტი უაითმა, სკარლეტ იოჰანსონმა და ბრედლი კუპერმა გადასცეს. სცენაზე ასულმა ბულოკმა ემოცია ვერ დამალა და სკარლეტ იოჰანსონს ტუჩებში აკოცა. მაყურებლის განწყობაზე მუსიკალური ნომრებით იზრუნეს კრისტინა აგილერამ, კეტი პერიმ და სნუპ დოგმა.

2010 წლის MTV Movie Awards-ის გამარჯვებულები:
საუკეთესო ფილმი:
ბინდი - ახალი მთვარე
მამაკაცის საუკეთესო როლის
შემსრულებელი:
რობერტ პეტინსონი,
ბინდი - ახალი მთვარე
ქალის საუკეთესო როლის შემსრულებელი:
, ბინდი - ახალი მთვარე
სამსახიობო კარიერაში მნიშვნელოვანი
მიღწევა:
ანა კენდრიკი, მაღლა ცაში
საუკეთესო არამზადა:
ტომ ფელტონი - ჰარი პოტერი და ნახევარსისხლა პრინცი
კომედიური როლის საუკეთესო შემსრულებელი:
ზაკ გალიფიანაკისი, ნაბახუსევი
საუკეთესო კოცნა:
რობერტ პეტინსონი და ქრისტინ სტუარტი, ბინდი - ახალი მთვარე
ბრძოლის საუკეთესო სცენა:
ბიონსე ნოულზი და ალი ლატნერი, შეპყრობილი
საშიში როლის საუკეთესო შემსრულებელი:
ამანდა სეიფრიდი, ამანდას სხეული
ბოროტი გმირი:
რაინ, ნინძის მკვლელი
Best WTF! moments:
კენ ჯონგი, ნაბახუსევი
გლობალური სუპერვარსკვლავი:
რობერტ პეტინსონი
MTV Generation:
სანდრა ბულოკი

 





 

კომენტარები