ჯეინ ბირკინი 64 წლის ასაკში ისევ ის ჰაეროვანი გოგონაა, როგორიც 30 წლის წინ იყო, ბრიჯიტ ბარდოსთან ერთად შიშველი რომ პოზირებდა. ბირკინს ასაკი ვერაფერს აკლებს, ის სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა და გინზბურგთან ერთად მარადისობაში დაიდო ბინა.
დამოუკიდებლობის დღეზე, ზუგდიდს ეს მარადიული ქალბატონი ესტუმრა და რამდენიმე სიმღერა საყვარლად უღიღინა, სიყვარულში ქართულად გამოუტყდა და ნათურებიანი ქოლგით ხელში ინარნარა... ბირკინი არასოდეს დაავიწყდება დაცვის პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელსაც ჯეინმა სიმღერის ბოლოს ლოყაზე აკოცა.
დამოუკიდებლობის დღის კონცერტი ზუგდიდში ერთი დიდი სოციალური აქცია გამოვიდა. ქართველი დევნილების მხარდასაჭერად, ჯეინ ბირკინის გარდა, MC Solaar, Youssou N’Dour, უმშვენიერესი გრეისი, იუსუფა, დი ჯეი მაია ქეი და ქართული ჯგუფები გაერთიანდნენ. აქციაზე დასასწრებად საქართველოში ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ჩამოვიდნენ. აქციის ორგანიზატორები არიან ალტერვიჟენ გრუპი და კოალიცია სამართლიანობისთვის.
ზუგდიდში კონცერტზე დასწრების მსურველები თბილისიდან სპეციალურად დანიშნულმა უფასო ავტობუსებმა ჩაიყვანა.
კონცერტამდე ენგურის ხიდზე საპროტესტო მსვლელობა მოეწყო. მუსიკოსებმა, დევნილებმა, არასამთავრობოებმა და, უბრალოდ, საქართველოს მოქალაქეებმა ერთად გააპროტესტეს რუსეთის ოკუპაციური პოლიტიკა.
ჯეინ ბირკინი: „აქ ვარ იმიტომ, რომ გავაგონო ჩვენი სიტყვები მათ - ჩემს მთავრობას ვგულისხმობ, - ვისაც საქართველოს პრობლემის გადაჭრა შეუძლია. მე არ ვიცოდი, თუ საქართველოში 350 000-ზე მეტი დევნილი იყო. როცა ეს გავიგე, საშინლად აღვშფოთდი და მინდა ეს ფაქტი გავაპროტესტო! მჯერა, რომ ერთად ყველაფერს შევცვლით, თქვენ მე არასოდეს დამავიწყდებით!”
MC Solaar: „მე საქართველო მოვიარე და უკვე კარგად მესმის, რა დიდი პრობლემა აქვს ქართველ ხალხს რუსეთის სახით. თქვენთან ერთად ვარ და პრობლემებსაც თქვენთან ერთად გავიზიარებ!”
დომენიკ სოფო (ორგანიზაცია სოს რასიზმი): „ერთად ვთქვათ არა იმ დიდი იმპერიული მანიპულაციისა და აგრესიის წინააღმდეგ, რასაც ეწევა რუსეთი დღეს საქართველოს ტერიტორიაზე. არა აქვს მნიშვნელობა ჩვენს ეროვნულ წარმომავლობას. დღეს ჩვენ ვართ ქართველები, სომხები, არაბები, ებრაელები. ჩვენ ყველას გვაქვს ღირსება და ჩვენი ღირსება უნდა იყოს დაცული”.
არიელ შვაბი (საფრანგეთის ებრაელ სტუდენტთა კავშირი): „რამდენიმე კვირის წინ აფხაზეთიდან და ოსეთიდან დევნილები გავიცანით. გვინდა თქვენს გვერდით დავდგეთ და მსოფლიოს ხმა მივაწვდინოთ. დღეს ჩვენ ყველა დევნილები ვართ”.
კონცერტი დაგვიანებით დაიწყო. გასაოცარი იყო საზოგადოების მოთმინება, რომელიც ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ფეხმოუცვლელად იდგა და კონცერტს ელოდა. ცენტრალური მოედანი გადაჭედილი იყო. მიმდებარე ქუჩები ისე გაივსო, რომ ხალხის რიგის დასასრულის დანახვა შეუძლებელი იყო. სავარაუდოდ, კონცერტზე დასასწრებად 60000-მდე ადამიანი მოვიდა.
პირველმა Youssou N’Dour-მა იმღერა. მსმენელთა უმეტესობისთვის სენეგალელი მომღერალი ერთი ძველი დუეტითაა ცნობილი - „7 წამი”, რომელიც ნენე ჩერისთან ერთად 1994 წელს იმღერა და მუსიკალურ არხებსა და რადიოებში დღემდე ტრიალებს. სასიამოვნოა, რომ მაყურებელმა აღმოაჩინა - იუსუ ნ’დურს ბევრი ძალიან კარგი სიმღერა ჰქონია. მან იმღერა აფრიკაზე, აფრიკულ პრობლემებზე, სიყვარულზე და მხურვალე აპლოდისმენტები მიიღო.
იუსუ ნ’დურის მაგიური ვოკალისგან შექმნილი ინტიმი პრეზიდენტის ვიზიტმა ცოტათი დაარღვია, თუმცა, ამის გამო პროტესტი არავის გამოუთქვამს. მიხეილ სააკაშვილი კონცერტის მსვლელობისას კიდევ რამდენჯერმე მოვიდა, რითაც მომღერლების ხალისიან რეპლიკებს იწვევდა:
„Mr. president, are you ready to rock?” პრეზიდენტის პასუხი: „რა თქმა უნდა!”
პუბლიკას ძალიან მოსწონდა ეშხიანი დი ჯეი მაია ქეის შეძახილი „ტაში! ტაში! ტაში!” მოეწონა ასევე ემ სი სოლარის საქართველოსდროშიანი მაისური და რუსეთის ჯარისადმი მისი მიმართვა-მისამღერი: „წადი აქედან!”
ყველაზე მეტად მსმენელი გრეისით აღფრთოვანდა. მისი ხმა და მუსიკა, გარეგნობასთან ერთად, მომაჯადოებელ კომპლექტს ქმნიდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მუსიკა კონცერტამდე თითქმის არავის არ ჰქონდა მოსმენილი, საზოგადოების დიდი ოვაცია დაიმსახურა.
კონცერტის მეორე ნაწილში ქართულმა ჯგუფებმა დაუკრეს. რემა, ეფემერა, მგზავრები, სალომე კორკოტაშვილის ბენდი, პორნო პოეზია და სტრინგი დიდხანს ელოდნენ თავანთი გამოსვლის დროს. მიუხედავად იმისა, რომ დაღლილები იყვნენ და კონცერტიც დიდხანს გაგრძელდა, ქართულ ჯგუფებს თავი არ დაუზოგავთ და ზუგდიდის ცენტრში გამთენიისას შეკრებილ ხალხს გულიანად უმღერეს.
მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიების ორგანიზებისას იყო უამრავი ხარვეზი (სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო), კონცერტი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად უნდა ჩაითვალოს. ამ აქციით გამოჩნდა, როგორია პროტესტის ცივილიზებული ფორმა და საქართველოს, როგორც კონფლიქტის მონაწილე მხარის პოზიცია: არა ძალადობას! მუსიკა ათავისუფლებს!