14-17 მაისს ჩატარდა თბილისის ფოტოფესტივალი, რომლის სპონსორი იყო თბილისის მერია, მხარდამჭერები: კულტურის სამინისტრო, საფრანგეთის საელჩო, ევროპის სახლი, თბილისის ფოტოგრაფიის სახლი, ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, საქართველოს ავიახაზები და სააგენტო მაგნუმი.
საინტერესო პროგრამა აზერბაიჯანელი ქალი ფოტოგრაფის რენა ეფენდის გამოფენით გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებშივე, ფოტოსააგენტო მაგნუმმა რენა ეფენდი საუკეთესო ახალგაზრდა კავკასიელი ფოტოგრაფის პრიზით დააჯილდოვა.
ფოტოფესტივალის სამდღიანი პროგრამა გამოფენების, დებატებისა და ფილმების ჩვენებისგან შედგებოდა. მისი ყველაზე ლამაზი და საინტერესო ნაწილი კი საფრანგეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ არლის ცნობილი ფოტოფესტივალის თბილისური ვარიანტი იყო. არლის ფოტოფესტივალს 40-წლიანი ისტორია აქვს და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული ფოტოგრაფებისთვის. ამ ფესტივალის ფარგლებში იმართება პროგრამა La Nuit de l’Anne’e, როდესაც არლი საგამოფენო სივრცედ იქცევა და ეწყობა ღამის ფოტოჩვენებები.
ასე იყო თბილისშიც. ქალაქის ძველი ნაწილი, აბანოთუბანი და სოლოლაკი ერთ დიდ ფოტოკოლაჟად გადაიქცა. 10 წერტილში დამონტაჟდა ეკრანები, რომლებზეც ღამის 10 საათზე, მუსიკის თანხლებით, დაიწყო ფოტოჩვენებები და დილის 4 საათამდე გაგრძელდა. თავად ჩვენებები თემატურად განსხვავდებოდა და თითოეულს სხვადასხვა სააგენტო, ჟურნალი თუ ორგანიზაცია წარმოადგენდა. ფრანგულმა ტელეარხმა არტემ გუდიაშვილის მოედანზე სახელოვან ფოტოგრაფ ნან გოლდინზე დოკუმენტური ფილმი აჩვენა, ჟურნალმა ვოგმა მოდის ფოტოგრაფიის არაჩვეულებრივი მაგალითები ხანძთელის ქუჩაზე შემოგვთავაზა, სააგენტო მაგნუმმა კი ჭრელ აბანოსთან გვიჩვენა როგორც პოეტური, ისე მძაფრი დოკუმენტური ფოტოები. ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ თბილისის ფოტოგრაფიის სახლი, ჟურნალები ტაბულა, ლიბერალი და ფოტო.
დილამდე არ წყდებოდა სეირნობა, ძველი ქალაქი სავსე იყო ტურისტებით, ყველგან იგრძნობოდა მეგობრული ატმოსფერო და მხიარული განწყობა, ყველა იღიმებოდა და კარგ გუნებაზე იყო. ღონისძიებას ესწრებოდა ბევრი უცხოელი სტუმარი, რომლებმაც ერთხმად აღნიშნეს, რომ თბილისმა სასიამოვნოდ გააკვირვა და ასეთ ეშხიან, თბილ და ლამაზ ადგილს არ ელოდნენ...