ფეს­ტი­ვა­ლი ანუ წიგ­ნის გა­რე­თა მხა­რე

ეს სა­თა­უ­რი მი­ლო­რად პა­ვი­ჩის რო­მა­ნის „ქარის შიგ­ნი­თა მხა­რის’’ შო­რე­უ­ლი ალუ­ზი­ა­ა. Kindle-სა და ციფ­რუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის ეპო­ქა­ში ბეჭ­დუ­რი წიგ­ნი ერთ დღეს შე­იძ­ლე­ბა მარ­თ­ლაც მუ­ზე­უ­მის ექ­ს­პო­ნა­ტად ან სა­სა­ჩუქ­რე ნივ­თად იქ­ცეს და მხო­ლოდ მის „გარეთა მხა­რეს” მი­ექ­ცეს ყუ­რადღე­ბა. თუმ­ცა, მა­ნამ, სა­ნამ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ამ ამ­ბავს ათ­წ­ლე­უ­ლე­ბი დას­ჭირ­დე­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს წიგ­ნის გა­მომ­ცე­მელ­თა და გა­მავ­რ­ცე­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რის, ძეგ­ლ­თა დაც­ვი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ის მხარ­და­ჭე­რით ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში თბი­ლი­სის წიგ­ნის XII სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი გა­მარ­თა.
ღო­ნის­ძი­ე­ბას, რო­მე­ლიც 18–21 მა­ისს ჩა­ტარ­და, მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბა უძღო­და წინ და ეს სამ­წუ­ხა­რო აურა, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ბო­ლომ­დე გაჰ­ყ­ვა. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინტელექტმა” მი­სი ხსოვ­ნის სა­ღა­მოც კი გა­მარ­თა.
„მე წიგ­ნის ჭია ვარ” – ეწე­რა ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბის ჩან­თებს – დი­ახ, ასეთ მკითხ­ველს ბლო­მად შეხ­ვ­დე­ბო­დით, ნაგ­რო­ვე­ბი ლა­რე­ბით, გა­ფა­ცი­ცე­ბით რომ და­ე­ძებ­დ­ნენ სა­სურ­ველ გა­მო­ცე­მებს. ტრა­დი­ცია არ დარ­ღ­ვე­უ­ლა – აქ­ვე შე­ნიშ­ნავ­დით კან­ტი­კუნ­ტად მო­სი­ა­რუ­ლე მო­ღი­მარ პო­ლი­ტი­კო­სებს, თა­რო­ებ­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­მა­რა­დი­სო ძი­ლის­თ­ვის გან­წი­რუ­ლი წიგ­ნე­ბით ხელ­ში, მწერ­ლებს, რომ­ლე­ბიც ერ­თ­გულ მკითხ­ვე­ლებს ავ­ტოგ­რა­ფე­ბით „უმასპინძლდებოდნენ” და ერ­თი­-ორ ცნო­ბად სა­ხეს ჩვე­ნი დი­დი შო­უ­ბიზ­ნე­სი­დან, რო­მელ­თაც დაბ­ნე­უ­ლად ჩა­ი­ლუღ­ლუ­ღეს: „უი, მე­გო­ნა, აქ სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის კონ­ცერ­ტის ბი­ლე­თი იყი­დე­ბო­და”.
სა­ბო­ლო­ოდ ბიბ­ლი­ო­ფი­ლე­ბის­თ­ვის ფას­­და­უ­დე­ბე­ლი საქ­მე გა­კეთ­და, თა­ნამ­დე­ვი სი­უპ­რი­ზე­ბი­თა და თუნ­დაც ხარ­ვე­ზე­ბით. გა­ი­მარ­თა არა­ერ­თი ახა­ლი გა­მო­ცე­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ა, იყო შე­სამ­ჩ­ნე­ვი ფას­დაკ­ლე­ბე­ბი, ხალ­ხი საყ­ვა­რელ ავ­ტო­რებს შეხ­ვ­და, ავ­ტო­რი – მო­ნატ­რე­ბულ და არ­ც­თუ მრა­ვალ­რიცხო­ვან მკითხ­ველს.
მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რა­საც მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და სტუმ­რე­ბი ერ­თხ­მად აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ, სი­ვიწ­რო­ვე იყო, თუმ­ცა პო­ეტ­მა ბე­სიკ ხა­რა­ნა­ულ­მა ტა­ბუ­ლას­თან სა­უბ­რი­სას სხვა დე­ტალ­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რადღე­ბა: „აი, მა­გა­ლი­თად, 22 მა­ისს რომ ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნა­ლი­ა, მთე­ლი თვით ად­რე იწყე­ბა მზა­დე­ბა და ხმა­უ­რი ამა­ზე. აქაც ასე უნ­და იყოს. ხალ­ხი უნ­და ცხოვ­რობ­დეს ფეს­ტი­ვა­ლით - დაწყე­ბამ­დეც და მი­სი მსვლე­ლო­ბი­სა­საც. მის ყუ­რამ­დე სა­თა­ნა­დოდ არ მი­დის ეს ამ­ბა­ვი. ახ­ლა რაც ხდე­ბა, შე­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, მაგ­რამ სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვა ნამ­დ­ვი­ლად არ გვაწყენ­და”.
ქარ­ჩხა­ძის გა­მომ­ცემ­ლო­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა გია ქარ­ჩხა­ძემ გვითხ­რა: „კმაყოფილი ვარ. ფეს­ტი­ვა­ლი ივ­ნი­სი­დან მა­ის­ში გად­მო­ვი­ტა­ნეთ და თა­ნაც ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რ­ში მიმ­დი­ნა­რო­ებს. მაგ­რამ ერ­თი­ცაა – უკ­ვე იმ­დე­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა დაგ­როვ­და, რომ ვე­ღარ ვე­ტე­ვით. ალ­ბათ მო­ვი­და დრო, რომ ასე­თი სტან­დარ­ტუ­ლი სტენ­დე­ბი კი არა, დიდ გა­მომ­ცემ­ლო­ბებს გა­ცი­ლე­ბით დი­დი სივ­რ­ცე­ე­ბი და­ეთ­მოთ, სა­დაც მო­ეწყო­ბა ავ­ტო­რებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი, იქ­ნე­ბა სცე­ნა და კა­ფე­ე­ბიც კი. ასე უცხო­ურ სტან­დარ­ტებს მი­ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით”.
ტა­ბუ­ლა გა­ე­სა­უბ­რა წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლის ერ­თ­გულ სტუ­მარს და­ვით პა­ი­ჭა­ძეს: „წიგნის ფეს­ტი­ვალს და­აკ­ლ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა – თუნ­დაც მცი­რე მას­შ­ტა­ბის. შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ნაკ­ლე­ბი იყო სა­ხელ­დობრ ფეს­ტი­ვა­ლის­თ­ვის გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბი. გა­მო­ფე­ნი­ლი წიგ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა მა­ნამ­დეც მქონ­და ნა­ნა­ხი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა დახ­ლებ­ზე და თა­რო­ებ­ზე. ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში ფეს­ტი­ვა­ლის დაბ­რუ­ნე­ბამ ის თით­ქოს და­ა­პა­ტა­რა­ვა, მაგ­რამ თა­ვად გა­მომ­ცემ­ლებს რომ ჰკითხო, წელს შარ­შან­დელ­ზე მე­ტი მო­ნა­წი­ლე ჰყავ­დათ და გა­ი­სად ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში ვერ და­ე­ტე­ვი­ან. შე­საძ­ლო­ა, კარ­გად არ მეს­მის, მაგ­რამ ნამ­დ­ვი­ლად მა­ხა­რებს გა­მომ­ცე­მელ­თა ოპ­ტი­მიზ­მი – ვი­საც გა­მო­ვე­ლა­პა­რა­კე, ყვე­ლა ამ­ბობს, რომ მომ­დევ­ნო ფეს­ტი­ვა­ლამ­დე მეტ წიგნს გა­მოს­ცემს, ვიდ­რე გა­სუ­ლი ერ­თი წლის მან­ძილ­ზე გა­მოს­ცა. მას­მე­დი­ა­ში იშ­ვი­ა­თად ლა­პა­რა­კო­ბენ წიგ­ნებ­ზე, მე­დია არ შუ­ა­მავ­ლობს წიგ­ნ­სა და მკითხ­ველს შო­რის და ეს ეტყო­ბა კითხ­ვის, წიგ­ნი­ე­რე­ბი­სა და გა­ყიდ­ვე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს ქვე­ყა­ნა­ში”.



 

კომენტარები