100 წელი საქართველოს გასაბჭოებიდან100 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია თბილისში შემოიჭრა და პირველი რესპუბლიკის მთავრობა დაამხო, რის შედეგადაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა, ხოლო მთავრობამ ქვეყანა დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. შემდეგი 70 წელი საქართველომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში გაატარა, რასაც ასიათასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო საბჭოთა მემკვიდრეობასთან ბრძოლა სხვადასხვა ფორმით დღესაც გვიწევს.