აღკვეთის ღონის ძიებაში – სპეციალურად არაიურისტებისათვისშეიძლება, ბევრს გაუკვირდეს, რომ სამართლის სკოლაში მოხვედრისას (ვგულისხმობ არა საბჭოთა, არამედ დასავლური ტიპის იურიდიულ ფაკულტეტს), პირველს იმას გეუბნებიან, რომ აქ კანონების დაზეპირებას აზრი არ აქვს, რადგან კანონი მრავალია, ხშირად იცვლება, ხოლო იურისტის ცოდნა ამ ცვლილებებს თან არ უნდა გადაყვეს. მაშ, თუ კანონს არა, რას სწავლობენ იურისტები ოთხი და ხანდახან კიდევ უფრო მეტი წლის განმავლობაში?!