სანქციები ირანის წინააღმდეგ

უკრაინამ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინამ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში ისაუბრა.

შესაბამისი ნაბიჯი კიევმა ევროკავშირთან ერთად გადადგა, რომელმაც 29 იანვარს ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, რომლის ფარგლებშიც IRGC ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

"მთელი მსოფლიო ხედავს, რა ხდება ირანში, დაღუპულთა რაოდენობას და იმას, თუ როგორ შეუწყო ხელი ირანის რეჟიმმა ომისა და ძალადობის გავრცელებას რეგიონში და მთელ მსოფლიოში. უკრაინა არ დაივიწყებს იმ ათასობით Shahed-ს, რომლებიც ჩვენს ქალაქებს, სოფლებსა და ხალხს უტევენ". - თქვა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, "მსოფლიოში ყველა ტერორისტი ერთნაირ მოპყრობასა და დაგმობას იმსახურებს და არცერთმა არ უნდა გაიმარჯვოს".

კომენტარები