გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

ოხანაშვილი: ბაჩიაშვილი დაკავებიდან მოყოლებული არაერთ ზღაპარს ჰყვება

ეს ადამიანი დაკავებიდან მოყოლებული არაერთ ზღაპარს ჰყვება და ალბათ გააგრძელებს ამ ზღაპრების მოყოლას. მთავარი არის ის, რომ გამოძიება მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ჩვენ, ოფიციალური განცხადება გავავრცელეთ. ამ ეტაპზე რაც ჩავთვალეთ საჭიროდ. გრძელდება გამოძიება. თუ ვინმეს ამ ვერსიის დაჯერება უნდა ეს მათი ნებაა, ვინ რას დაიჯერებს.

რაც შეეხება, და მთავარი, აქ რაც არის კრიმინალი არის დაკავებული. ეს ადამიანი არის კრიმინალი. მან ფულის გათეთრება განახორციელა და ის მსჯავრდებულია ამ დანაშაულისთვის. ის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენია და დამსახურებულად განთავსებულია იქ, სადაც ის უნდა იყოს. ის მოიხდის სასჯელს და, გარდა ამისა, მას აქვს კიდევ სხვა რამდენიმე ეპიზოდი, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს საქმის წარმოება.

მთავარი აქ კიდევ არის ის, რომ ამ ადამიანს თმის ღერი არ ჩამოვარდნია დაკავების დროს. ის ვერ საუბრობს, რომ მის მიმართ იძალადეს, მისი ჯანმრთელობა შელახულია და ასე შემდგომ. ეს არის ჩვენი სტანდარტი. ეს არის სტანდარტი, როგორც ვმოქმედებთ. დანარჩენი უნდა დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება მიმდინარეობს და კიდევ ბევრ საინტერესო დეტალს გაიგებთ მაშინ, როდესაც ამის საჭიროება იქნება.

განაცხადა ანრი ოხანაშვილმა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაზე. ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ის 24 მაისს, საზღვარგარეთიდან გაიტაცეს, 2 დღე თვალებახვეული ატარეს, შემდეგ კი, მისივე განცხადებით, ჯორჯიან ეარვეისის თვითმფრინავში ჩასვეს და საქართველოში ჩამოიყვანეს.

კომენტარები