ჩვენ გვაქვს ჩვენი პატარა Deep State და ჩვენთვისაც ზუსტად ასეთივე, პრინციპული ამოცანაა Deep State-თან დაპირისპირება, ნუ ვგულისხმობ ლიბერალურ ფაშიზმს, რომელსაც აქვს თავისი ინსტრუმენტები. ანალიზი, რა თქმა უნდა, გვაქვს გაკეთებული. [ფინანსური ინსტრუმენტი] მათ შორის. ერთ- ერთი მიზანი გამჭვირვალეობის კანონის, მათ შორის, ეს იყო, ფინანსური წყაროები გაგვეხადა გამჭვირვალე ამ არაფორმალური გავლენებისთვის და რევოლუციის გამუდმებით მცდელობებისთვის.
არის კონკრეტული ინსტრუმენტები და ამას უნდა დავუპირისპირდეთ. შესაბამისად, აქაც არის რესურსი, რომ 4 წლის თავზე ჩვენ Deep State-ი უნდა მოვშალოთ, რასაც განასახიერებს, რა თქმა უნდა, ის ძალები, რომლებიც კოლექტიურ ნაცმოძრაობაში მოიაზრება, სხვადასხვა განშტოებები, სხვადასხვა ინსტრუმენტები





