ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ჯაფარიძე: ჟურნალისტებს სასიკვდილოდ იმეტებენ, იმედი აგრძელებს რუსული პროპაგანდის გაყიდვას

ის, რაც ხდება საქართველოში, აი იმ სისხლიან რეჟიმს, რომელიც ივანიშვილმა ჩამოაყალიბა - ამ მედალს აქვს ორი მხარე. მედლის ერთ მხარეს არის ქართველი ხალხის სისხლში ხელებგასვრილი ივანიშვილი, მაგრამ ამ მედალს აქვს მეორე მხარეც, რაც არის ის პროპაგანდისტული მანქანა, რაზეც ეს რეჟიმი დგას და ამ პროპაგანდისტული მანქანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი არის ტელევიზია იმედი, რომელიც გუშინაც კი, როცა ქართველ ჟურნალისტებზე იყო თავდასხმა, როდესაც ქართველ ჟურნალისტებს სასიკვდილოდ იმეტებდნენ ეს ტელეკომპანია და პროპაგანდისტული მანქანის სხვა ჭანჭიკები აგრძელებდნენ ურცხვად იმ ტყუილისა და რუსული პროპაგანდის გაყიდვას, რასაც აკეთებდნენ მანამდე. ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ ჟურნალისტებს, მათ შორის, იმ ჟურნალისტებს, რომლებიც პროპაგანდისტულ მედიაში არიან დასაქმებული დადგნენ საქართველოს მოქალაქეების გვერდით.

თქვა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გია ჯაფარიძემ მთავარი არხის ეთერში

კომენტარები