რუსული კანონი

საკონსტიტუციოში რუსული კანონის განხილვას ქართული ოცნების დეპუტატები არ ესწრებიან

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელების განხილვას ქართული ოცნების დეპუტატები არ ესწრებიან. სასამართლოზე პარლამენტის წარმომადგენლები ლევან კასრაძე, ლევან ღავთაძე და ქრისტინე კუპრავა არიან.

"თუ მათი მხრიდან ინტერესი იქნება, შუამდგომლობას დააყენებენ. [...] ამ ეტაპზე არ არიან წარმოდგენილები". - ასე უპასუხა კუპრავამ მოსამართლის კითხვას მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, სხდომაზე დასწრებას მმართველი პარტიის დეპუტატებიც გეგმავდნენ.

გუშინ, 28 აგვისტოს გამოცემა ნეტგაზეთის გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ სხდომას საკონსტიტუციო სასამართლოში ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე დაესწრებოდნენ.

კომენტარები