ე.წ. მთიანი ყარაბაღი

მიღწეულია შეთანხმება მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე

 REUTERS/Artem Mikryukov 

მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, რეგიონისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწია

Armenpress-ის ინფორმაციით, ყარაბაღის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაუშვან "რუსული საქონელი ჩვენს რესპუბლიკაში ქალაქ ასკერანის გავლით", რაც მოიაზრებს ყარაბაღის ქალაქს, რომელიც აზერბაიჯანის ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარეობს. 

"ამავდროულად, მიღწეულია შეთანხმება რუსი სამშვიდობოების და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ლაჩინის დერეფნის გასწვრივ ჰუმანიტარული გადაზიდვების აღდგენის შესახებ". - ნათქვამია იმ არეალზე, სადაც ყარაბაღი სომხეთთან დამაკავშირებელი გზა გადის. 

მათივე თქმით, ეს ნაბიჯი გამოწვეული იყო ბლოკადირებული რეგიონის "მწვავე ჰუმანიტარული პრობლემებით".


18 აგვისტოს მთიანი ყარაბაღის ადგილობრივი ხელისუფლება შიმშილით გარდაცვლილი ადამიანის შესახებ პირველი ცნობა გავრცელდა. 40 წლის მამაკაცი აზერბაიჯანის მიერ მოწყობილ 8-თვიან ბლოკადას ემსხვერპლა.

ადგილობრივი სახალხო დამცველის ოფისის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მამაკაცი "ქრონიკული კვების უკმარისობით" და "პროტეინისა და ენერგიის დეფიციტით" დაიღუპა. განცხადებას თან ახლავს გარდაცვლილი მამაკაცის დასუსტებული სხეულის ფოტო.

მთიანი ყარაბაღის სახალხო დამცველის ოფისი მამაკაცის გარდაცვალებაში აზერბაიჯანის როლს ხაზს უსვამს და მომხდარს "აზერბაიჯანის მიერ არცახის 8-თვიანი ბლოკადის კატასტროფულ შედეგს" უწოდებს.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბლოკადამ მძიმე შედეგები მოუტანა ადგილობრივ მოსახლეობას, "განსაკუთრებით საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ნაწილს – ბავშვებს, ორსულებს, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებსა და მოხუცებს".

მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 120 000 ადამიანია, რომლებიც რეგიონის დატოვებას დეკემბრიდან, ლაჩინის ბლოკადის შემდეგ ვერ ახერხებენ. ბლოკირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ხალხისთვის საკვების, მედიკამენტებისა და სხვა პირველადი გამოყენების ნივთების მიწოდებას დროგამოშვებით წითელი ჯვრის თანამშრომლები და რუსი სამშვიდობოები ახერხებდნენ, თუმცა, აზერბაიჯანულმა მხარემ რეგიონში მათი შესვლაც შეზღუდა.

კომენტარები