რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა უკრაინის მარცვლეულის უმსხვილეს საექსპორტო პორტზე დრონებით იერიში მიიტანა

მუშები ტვირთავენ მარცვლეულის იზმაილში, უკრაინა, 2023 წლის 26 აპრილს
File: Andrew Kravchenko/ AP

4 სექტემბერს, რამდენიმე საათით ადრე, სანამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის რუსეთის ქალაქ სოჭში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გაიმართებოდა, რუსეთმა უკრაინის მარცვლეულის ერთ-ერთ უმსხვილეს საექსპორტო პორტზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის ტალღა წამოიწყო.

უკრაინის საჰაერო ძალებმა 4 სექტემბრის დილას იზმაილის პორტის მცხოვრებლებს  თავშესაფრის პოვნისკენ მოუწოდეს.

"17 დრონი ჩამოაგდეს ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა, მაგრამ სამწუხაროდ, იზმაილის რაიონის რამდენიმე დასახლებაში საწყობები, საწარმო შენობები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და სამრეწველო საწარმოების აღჭურვილობა დაზიანდა“. - წერს ოდესის გუბერნატორმა ოლეჰ კიპერმა Telegram-ზე.

კიპერმა ასევე აღნიშნა, რომ წინასწარი ინფორმაციით, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.


რუსეთმა უკრაინის პორტზე 3 სექტემბერსაც მიიტანა იერიში. ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ოლეგ კიპერის ინფორმაციით, ოდესის ოლქზე თავდასხმის შედეგად პორტის ორი თანამშრომელი დაშავდა. მისივე თქმით, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა სამსაათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა

"ჩვენმა ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა 22 დრონი გაანადგურეს, თუმცა რამდენიმე დრონი პორტის მიმდებარე ინფრასტრუქტურას მოხვდა. დაშავდა ორი სამოქალაქო პირი, რომლებიც პორტის თანამშრომლები არიან. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს". - ნათქვამია კიპერის განცხადებაში. 

რუსეთს თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები