აშშ-საქართველო

ო'ბრაიენი: ვმუშაობთ ევროპელ კოლეგებთან ერთად, მათი წაყენებული პირობები ჩვენსაზეც აისახება

მოგეხსენებათ, შეერთებულმა შტატებმა შეზღუდვები დაუწესა მოსამართლეთა ჯგუფს, რომელიც საქართველოში სასამართლო სისტემის კონტროლით იყო ცნობილი. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივისკენ პროგრესის მისაღწევად ეს ერთ-ერთი პირველი მოთხოვნაა. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან და ნათლად ვუთხარით საქართველოს მთავრობას, რომ მოსამართლეთა დანიშვნის, დისციპლინისა და მონიტორინგის გაუმჯობესება, პროგრესის მისაღწევი მთავარი სფეროა. 

მიმდინარე კვირაში, სამოქალაქო საზოგადოების ქართველ აქტივისტთა ჯგუფს შევხვდი. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჯგუფია - დარწმუნებული ვარ, თქვენც გქონდათ მათთან შეხვედრა. ისინი განასახიერებენ ქართველი ხალხის ერთგულებას ევროპული მომავლის მიმართ. ქართველი ხალხის 90%-ზე მეტი ამბობს, რომ სურს ევროპის ნაწილი იყოს. ქვეყანაში ამასთან დაკავშირებით პოლარიზაცია არ არსებობს.

რაც უნდა მოხდეს არის ის, რომ მთავრობის უკან მდგომ ეკონომიკური ინტერესების მქონე ჯგუფს უნდა მიეცეს გაცნობიერების საშუალება, რომ ევროპასთან გასაერთიანებლად საჭირო რეფორმები, რეალურად არის მიმართულება, რომლისკენაც ქვეყანა მიდის.

ასე რომ, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, რათა ცხადი გავხადოთ, რომ მათ მიერ წაყენებული პირობები, ასევე აისახება ჩვენს დახმარებასა და პირობებზე და რომ მომდევნო რამდენიმე თვეში, ჩვენ უნდა დავინახოთ ამ მხრივ წინსვლა. შემოდგომა კრიტიკული იქნება, რადგან ევროპული საბჭოს ანგარიში გახდება ცნობილი. 

ასე უპასუხა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ო'ბრაიენმა სენატორ ჯინ შაჰინის კითხვას. ამასთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე ო'ბრაიენმა ასევე ისაუბრა რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდეგნასა და სანქციების თავიდან არიდების მცდელობაზე

კომენტარები