ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერი: მიუღებელია უცხოეთში სკოლებსა და ბაღებში [ლგბტ] პროპაგანდა – ეს ჩვენთან არ მოხდება

მე თქვენი, იმედის საშუალებით გავეცანი მონაცემებს. ბუნებრივია, ეს იყო უცხოური ორგანიზაციის კვლევა და როგორც თქვენ აღნიშნეთ 30 ქვეყანაში ჩატარდა ეს კვლევა და განსაკუთრებით საყურადღებო იყო საფრანგეთში ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდების 22 % აცხადებს თავს ლგბტ-დ, რაც ვფიქრობ, არის საგანგაშო ტენდენცია.

მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი უფლება. ეს არის ადამიანის უფლება, თუ როგორი ცხოვრების წესს აირჩევს. ჩვენ არავის საქმიანობაში და პირად ცხოვრებაში არ ვერევით. ეს არის მიუღებელი აბსოლუტურად. მაგრამ მეორე მხრივ, ჩემთვის აბსოლუტურად მიღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც ბაღებში და უკვე სკოლებშია უცხოეთში. მადლობა ღმერთს, ეს ჩვენთან არ მოხდება. ჩვენ ამას დავიცავთ, ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ, იმიტომ რომ დაუშვებელია, მიუღებელია სკოლებში, ბაღებსა და ახალგაზრდებში ამის პროპაგანდა. 

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას დაკავშირებით.

კომენტარები